საქართველოში გაერო-ს მუდმივი წარმომადგენელის ნილ სკოტის განცხადებით, ბოლო პერიოდამდე იყო სამაგალითო წინასაარჩევნო გარემო, თუმცა უკანასკნელი დღების მოვლენებმა სურათი შეცვალა.
„ბოლო პერიოდამდე ჩვენ შეგვეძლო გვეთქვა, რომ საქართველოში იყო სამაგალითო წინასაარჩევნო გარემო ყველა გაგებით. მათ შორის მედიაგარემოს თვალსაზრისითაც, თუმცა უკანასკნელი დღეების მოვლენებმა, რა თქმა უნდა, შეცვალა სურათი. გაერო-ს განვითარების პროგრამა, ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია გმობს ყველანაირი სახის ძალადობას", - განაცხადა ნილ სკოტმა.