logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია: არაფორმალური მმართველობა იყო მაშინ, როდესაც თავდაცვის მინისტრი რკინიგზის გადაზიდვის თემებში ერეოდა
- +

6 ოქტომბერი. 2016. 11:56



„ქართული ოცნების" წევრმა გიორგი გახარიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის გადაცემაში „არჩევანი 2016" ჟურნალისტმა არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებით უჩა მამაცაშვილი დაასახელა, რომელიც, მისი თქმით, „საქართველოს რკინიგზაში" იყო მივლენილი".


გიორგი გახარიას განცხადებით, უჩა მამაცაშვილი მუშაობდა „საპარტნიორო ფონდში", რომელიც ფლობს „საქართველოს რკინიგზას".


„მხედველობიდან ვუშვებთ ერთ მომენტს, რომ როდესაც ეს ითქვა, მაშინ უჩა მამაცაშვილი მუშაობდა „საპარტნიორო ფონდში", შესაბამისად, მას ჰქონდა აბსოლუტურად ფორმალური, იურიდიული მხარე და ალბათ ამ პროცესებში მონაწილეობდა. ამაში არაფერია გასაკვირი. „საპარტნიორო ფონდი" ფლობს „საქართველოს რკინიგზას", შესაბამისად, თუ ის იღებდა გარკვეულ მონაწილეობას საერთაშორისო მოლაპარაკებებში, ამაში გასაკვირი არაფერია. დღეის მდგომარეობით, როგორც ვიცი, ის იქ აღარ მუშაობს და ეს საკითხი აღარ დგას. ამიტომ არაფორმალურ მმართველობად გაფორმება, როდესაც ადამიანი თავის პირდაპირ მოვალეობას ასრულებს, ვფიქრობ, რომ არ არის სწორი", - განაცხადა გიორგი გახარიამ.


ტვირთბრუნვასთან დაკავშირებით გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ არის პრობლემები, მაგრამ აღნიშნა, რომ ეს კორიდორის პრობლემაა.

 

„გარე ეკონომიკური ფაქტორების გამო მართლაც კორიდორში არის გარკვეული პრობლემები ტვირთბრუნვასთან დაკავშირებით და მხოლოდ „საქართველოს რკინიგზა" ვერაფერს გააკეთებს. „საქართველოს რკინიგზამ" ამ კორიდორის გაჯანსაღებისთვის ბევრი რამ გააკეთა - გამჭოლი ტარიფებიდან დაწყებული. არაფორმალური მმართველობა იყო მაშინ, როდესაც თავდაცვის მინისტრი რკინიგზის გადაზიდვისა და ლოგისტიკის თემებში ერეოდა. კი, იქ იყო მაშინ არაფორმალური მმართველობა. დასახელებული იყო გვარები, ახლა არ გავიმეორებ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner