logo_geo
eng_logo
„ჩვენი სამშობლო“ აპირებს აქცია-პერფორმანსის გამართვას მიხეილ სააკაშვილის დაკრძალვის სახით
- +

6 ოქტომბერი. 2016. 12:07



პარტია „ჩვენი სამშობლო" აპირებს აქცია-პერფორმანსის გამართვას საქართველოს ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკრძალვის სახით, აქცია „ნაციონალური  მოძრაობის" სათაო  ოფისთან დაიწყება. აქციის მონაწილეები აპირებენ, კუბო სააკაშვილის ფიტულით აშშ-ის საელჩოს შენობასთან მიიტანონ.



ამით პარტია პროტესტს გამოთქვამს გავრცელებული ინფორმაციის გამო, რომ სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლას აპირებს. პარტია შეახსენებს მას და მის მომხრეებს, რომ მისი მოღვაწეობა საქართველოში წარსულში დარჩა და რომ როგორც პოლიტიკური ფიგურა, იგი მკვდარია",  - აცხადებენ პარტიაში.

 

 

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner