logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: სააკაშვილს წასასვლელი არ აქვს და ხავსს ეჭიდება
- +

6 ოქტომბერი. 2016. 12:08



ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „GDS"-ის პროექტში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან" განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს სთხოვენ, არჩევნების შემდეგ უკრაინა დატოვოს.



„რაც შეეხება კითხვას იმის შესახებ, რამდენად შეიძლება არეულობა და გადატრიალება მოხდეს - ამაზე მეოცნებე დარჩა ისევ „ნაციონალური მოძრაობა", თავისი უკრაინელი ლიდერით. პასუხად მე არ დავიწყებ მჯიღის ცემას გულზე, თუ რა ძლიერი სახელმწიფო გვყავს, თუმცა ასეა. ყველა სტრუქტურა თავის ადგილზეა და შეუძლია, ნებისმიერ გამოწვევას უპასუხოს. მაგრამ ამაზე არ გავაკეთებდი აქცენტს. აქცენტს გავაკეთებდი იმაზე, რომ ეს პარტია არის გაკოტრებული და არაფრის თავი არ აქვთ. ისინი მართავდნენ ქვეყანას, ჰყავდათ კუდ-ი, სოდ-ი და პოლიცია იყო ხალხის დაშინების იარაღი. მაშინ სისტემა ჰქონდათ ხელთ და დღეს აღარაფერი არ აქვთ. უცხოეთიდანაც აღარ აქვთ მხარდაჭერა", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.


ივანიშვილის თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ" იცის, რომ არანაირი შანსი არ აქვთ, არჩევნებში რაიმე შედეგი მიიღონ.

 

„ჭორებს ყრიან ისევ თვითონ, თუმცა, კარგად იციან, რომ არანაირი შანსი არ აქვთ, რაიმე სერიოზული შედეგი მიიღონ - 46 კაცი ჰყავდათ პარლამენტში და შეიძლება 10 კაცი შეიყვანონ. გარწმუნებთ, არაფერი არ იქნება, მაგრამ თუ მაინც ხელი წაუცდა ვინმეს, ძალიან ცუდ შედეგს მიიღებენ. თუ ეს ბრიყვული ჯგუფი გაბედავს, რომ რამე პროვოკაცია გაბედოს, თავადვე მიიღებს მძიმე შედეგს და დაიღუპავს თავს. ინფორმაციას შეგნებულად ყრიან, რადგან სხვა რამ არ იციან. ოთხი საქმეა სააკაშვილზე, ძებნაშია, წასასვლელი არ აქვს და ხავსს ეჭიდება. მოვუწოდებ, კანონს დაემორჩილონ და საკუთარ ქვეყანას პატივი მიაგონ. 99,9%-ით გეუბნებით, რომ არაფერი არ მოხდება და ისე იდეალურად წავა არჩევნები, როგორც ახლა მიმდინარეობს. კორცხელიც მაგათი დადგმული იყო, ქალბატონი სცემეს, ეს არის მათი ხელწერა", - აღნიშნა ყოფილმა პრემიერმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner