ავტორი სოფო ხუგოიანი
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის რომა კალანდაძის თქმით, ვლადიმერ პაპავა დამნაშავეა სტუდენტების წინაშე და პასუხსაც აგებს. მისივე თქმით, პაპავას გადაყენებით შესაძლოა თვითმმართველობამ ისარგებლოს და თავისი კანდიდატურა მოიყვანოს, ამიტომ ახლა ამის დრო არ არის.
„პაპავა, რა თქმა უნდა, დამნაშავეა უნივერსიტეტის და სტუდენტების წინაშე და ამაზე პასუხს აგებს, მაგრამ ახლა ამის დრო არ არის. არსებობს საშიშროება, რადგან ეგრეთ წოდებულმა თვითმმართველობამ ვერ გაიყვანა კანცლერად თავისი კანდიდატურა, შეიძლება მოინდომონ რექტორად ისეთი ადამიანი დანიშვნა, ვინც მათ აწყობთ", - ამბობს რომა კალანდაძე.