„პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი გადაცემა „20/30"-ში სტუმრობისას გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებას გამოეხმაურა.
„ამ ვითარებაში მსგავსი ტიპის ტერაქტების მოწყობა ხელისუფლებას ნამდვილად არ აწყობს და ბუნებით ეს ხელისუფლება არ არის ის ხელისუფლება, რომელმაც შესაძლოა, ქვეყანაში ტერაქტების ორგანიზება მოახდინოს. მათ ამის არც ძალა აქვთ და არც სურვილი.
არც იმას ვფიქრობ, რომ ეს რუსეთის სპეცსამსახურებმა გააკეთეს, რადგან მათ რომ გივი თარგამაძის აფეთქების სურვილი ჰქონოდათ, ამას გაცილებით ადრე გააკეთებდნენ. გარდა ამისა, „ნაციონალურ მოძრაობაში" სხვა, უფრო გავლენიანი ფიგურები არიან და გივი თარგამაძე ნამდვილად არ არის ფიგურა, ვისაც შეიძლება, ტერაქტი მოუწყონ. თუ მსგავსი ტიპის აფეთქების ორგანიზება ვინმეს ინტერესში შედიოდა, ეს მიხეილ სააკაშვილია, რომელიც ყველაფერზეა წამსვლელი, რომ ქვეყანაში ვითარება დაიძაბოს", - განაცხადა ირმა ინაშვილმა.