logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი: ახალგაზრდა გოგონა გაიმეტეს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა
- +

6 ოქტომბერი. 2016. 14:07



იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა წინასაარჩევნო გარემო შეაფასა და განაცხადა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის შედეგ, ეს  წინასაარჩევნო კამპანია იყო ყველაზე თავისუფალი.



წინასაარჩევნო კამპანიაროგორც შეფასდა უწყებათაშორისი კომისიის ფარგლებში, 2012 წელთან შედარებით, გამოირჩეოდა საოცარი თავისუფლების ხარისხით, ბევრი პირისა და კონკურენტუნარიანი პარტიის ერთმანეთთან შეჯიბრით. ეს  წინასაარჩევნო კამპანია იყო ყველაზე თავისუფალი, მთავრობის, ასე ვთქვათ, მხრიდან ხელშეწყობილი ყველა პარტიის სასარგებლოდ. პრობლემები, რა თქმა უნდა, გამოიკვეთა. თუნდაც ის რომ მუნუციპალიტეტები ვერ აძლევენ პარტიებს და დამოუკიდებელ კანდიდატებს სათანადო სივრცეს, რათა ყველამ თავისი სააგიტაციო მასალა განათავსოს, რათა მოსახლეობას ინფორმირებული არჩევანის საშუალება ჰქონდეს. რეალურად ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს პლაკატების ომი, იყო 7 სისხლის სამართლის საქმე, ცემის ფაქტზე, მათ შორის, როცაქართული ოცნების" ქალბატონები იყვნენ ნაცემი. ახალგაზრდა გოგონა გაიმეტესნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა. მათ ბრალი წაეყენათ და ვნახოთ, რას იტყვის სასამართლო. იყო შემთხვევებიროდესაცქართული ოცნების" აქტივისტები ამჟღავნებდნენ ძალადობას ოპოზიციური პარტიის აქივისტებისადმი, იყო ასევე შემთხვევები, როდესაც ლეიბორისტული პარტიის წევრების წინააღმდეგ ყოფილილეიბორისტები" ამჟღავნებდნენ ძალადობას. ჩვენ მომავალში კიდევ უფრო კარგად უნდა ვიმუშაოთ, რათა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის კიდევ უფრი მაღალი ვისუფლების და სიმშვიდის ხარისხი ვაჩვენოთ", - განაცხადა თეა წულუკიანმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner