logo_geo
eng_logo
იანოშ ჰერმანი ვიზა-ლიბერალიზაციაზე: ეს თარიღი უკვე ახლოსაა
- +

6 ოქტომბერი. 2016. 14:09



ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმან მოხარულია, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტმა გუშინ მხარი დაუჭირა საქართველოსთვის ვიზა-ლიბერალიზაციის მინიჭებას.



მივესალმები იმ ფაქტს, რომ საქართველო და ევროკავშირი სულ უფრო უახლოვდებიან ერთმანეთს და ვიცი, რამდენ ქართველს სურს ეს. ასე რომ, მოხარული ვარ, რომ პროცესი წინ მიიწევს. მაგრამ გუშინდელი გადაწყვეტილება არის მხოლოდ ერთი ნაბიჯი, თუმცა ნაბიჯი რომელიც საბოლოო გადაწყვეტილებასთან გვაახლოვებს. ჩვენ უკვე ვთქვით, რომ საქართველომ ვიზა-ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა შეასრულა, პროცესი წინ მიიწევს. კონკრეტულ თარიღთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით, თუმცა, შემიძლია ვთქვა, რომ საკითხის მნიშვნელობას სრულად ვაცნობიერებთ. კონკრეტულ თარიღზე თუ მეკითხებით, ვერაფერს გიპასუხებთ, მაგრამ თუ მეკითხებით, იმედი მაქვს თუ არა, რომ ეს თარიღი უკვე ახლოსაა, გეტყვით, რომ ახლოსაა", - განაცხადა იანოშ ჰერმანმა.

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner