logo_geo
eng_logo
ლალი მოროშკინა: არ შემიძლია, ძალიან დიდი მადლობა არ გადავუხადო შსს-ს, სუს-ს და კონტრდაზვერვას
- +

6 ოქტომბერი. 2016. 15:41



„არ შემიძლია, ძალიან დიდი მადლობა არ გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და კონტრდაზვერვას, რადგან მათ ძალიან სერიოზული პრობლემები აგვაცილეს",- ამის შესახებ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი - გაერთიანებული ოპოზიციის" მაჟორიტარმა დეპუტატობის კანდიდატმა ლალი მოროშკინამ  „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


როგორც მოროშკინამ განაცხადა, ძალიან სერიოზულად იმუშავეს აღნიშნულმა ძალოვანმა სტრუქტურებმა და იმედოვნებს, რომ საარჩევნო მარათონს ბოლომდე ღირსეულად მიიყვანენ.



„მოახლოებული არჩევნები ბევრ კითხვაზე გვაძლევს პასუხს, იმიტომ რომ ბევრს ნერვებმა უმტყუნა, ბევრი არსებული გეგმის მიხედვით მიდის. არ შემიძლია, ძალიან დიდი მადლობა არ გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და კონტრდაზვერვას, რადგან მათ ძალიან სერიოზული პრობლემები აგვაცილეს. ძალიან სერიოზულად იმუშავეს ძალოვანმა სტრუქტურებმა და ვფიქრობ, რომ ბოლომდე ასე ღირსეულად მიიყვანენ საარჩევნო მარათონს",- განაცხადა მოროშკინამ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner