logo_geo
eng_logo
საქართველოს გენერალთა კლუბი: დავიცვათ ჩვენი უფლებები!
- +

6 ოქტომბერი. 2016. 15:41



საქართველოს გენერალთა კლუბი საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, შეირაღებული ძალების და ძალოვან ვეტერანთა თითოეულ წარმომადგენელს არჩევნებში მონაწილეობისაკენ მოუწოდებს.



მოგმართავთ საქართველოს გენერალთა კლუბი  და მოგიწოდებთ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, შეირაღებული ძალების და ძალოვან ვეტერანთა თითოეულ წარმომადგენელს.  2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნები თითოეული ჩვენგანისთვის არის უნიკალური საშუალება ჩვენი უფლებების დაცვის, საკანონმდებლო ბაზის დახვეწისა და გაჯანსაღებისთვის.

2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას იღებენ ჩვენი წარმომადგენლები, თადარიგის გენერლები, უმაღლესი რანგის ოფიცრები და ვეტერანები. პირველად გვეძლევა იმის საშუალება, რომ საქართველოს პარლამენტში შეიქმნას წარმომადგენლობითი ჯგუფი, რომელიც დაიცავს ჩვენს უფლებებს, ინიცირებას გაუკეთებს საკანონმდებლო ნორმატიულ აქტებს  ჩვენი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის გაუმჯობესებისათვის, ვეტერანთა პროფესიული  შესაძლებლობების რეალიზაციისთვის, დასაქმებისთვის, ფსიქოსოციალური რეაბილიტაციისთვის, ჩვენი შვილების განათლების უფლებისთვის, ჩვენი შრომისა და სამშობლოს სამსახურის ღირსეული დაფასებისთვის.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია  2016 წლის არჩევნების მშვიდობიანი გარემო.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია  2016 წლის არჩევნებში ჩვენი სამოქალაქო ვალის მოხდა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია 2016 წლის არჩევნებზე ჩვენი ხმების დაცვა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია  2016 წლის არჩევნებში გამარჯვება.

ამიტომ მოგიწოდებთ!

მოვიხადოთ ჩვენი მოქალაქეობრივი ვალი!

დავიცვათ ჩვენი უფლებები!" - ნათქვამია საქართველოს გენერალთა კლუბის განცხადებაში.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner