logo_geo
eng_logo
ლალი მოროშკინა: წლის იუმორი - ხალხის დამატება და ანძის გაქრობა
- +

6 ოქტომბერი. 2016. 16:16



„5ოქტომბერს ვუყურებდით მთელი დღე უგუნურთა როკვებს. „ნაციონალური მოძრაობის" აქციაზე მომსვლელი 7 000-დან 10 000-მდე, ეს არის მაქსიმალური რიცხვი, რაც დაფიქსირდა. ეს იმას ნიშნავს, რომ მათი მხარდამჭერების რიცხვი შემოიფარგლება მაქსიმუმ 10 000 ადამიანით",- ამის სიტყვებით შეაფასა  „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი - გაერთიანებული ოპოზიციის" მაჟორიტარმა დეპუტატობის კანდიდატმა ლალი მოროშკინამ  „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე „ნაციონალური მოძრაობის"  აქცია.  


როგორც მოროშკინამ აღნიშნა, მე-9 მოწვევის პარლამენტში  „პატრიოტთა ალიანსი"  მეორე ძალა იქნება, ხოლო გამარჯვებას „ქართულ ოცნებას" უსურვებს.


„ნაციონალების" აქცია გვაძლევს საშუალებას, ვივარაუდოთ, რომ ისინი ვერ გადალახავენ საარჩევნო ბარიერს და რეალურად,  სრული პასუხისმგებლობით შეიძლება ვთქვათ, რომ „პატრიოტთა ალიანსი" იქნება მეორე ძალა, რადგან ერას მოედანზე შეკრებილმა 30 000 მხარდამჭერმა გვაჩვენა, რომ ბათუმი, აჭარა, ქობულეთი და სრულიად შავი ზღვის სანაპირო ერთ მუშტად შეკრული იდგა „პატრიოტთა ალიანსის" გვერდით. ჩვენ ავტობუსებით არ ჩამოგვიყვანია არავინ. „ნაციონალურმა მოძრაობამ" ძალით ჩამოიყვანა ხალხი და თან ვიცით, რომ 10-დან 20 ლარამდე მერყებდა საფასური, რომელიც მათ გადაუხადეს. მაინც ვერ შეძლეს იმ რაოდენობის მიღწევა, რომელიც მათ სურდათ. რაც შემდეგ განვითარდა, ფოტოშოპით დადებული სურათები სააკაშვილის პირად facebook-გვერდზე, უბრალოდ სამარცხვინოა და კარგია, რომ ქართველებს იუმორის გრძნობა შემოგვრჩა.  ვფიქრობ, რომ წლის იუმორი იქნება ხალხის დამატება და ანძის გაქრობა. 8 ოქტომბერს საღამოს ყველა ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას. როგორც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი, გამარჯვებას ვუსურვებ „ქართულ ოცნებას", სხვანაირად არ შეიძლება იყოს, ხოლო ჩვენს პარტიას ვუსურვებ, პარლამენტში იყოს მეორე ძალა და ამის შესაძლებლობა არსებობს ქვეყანაში",- განაცხადა მოროშკინამ.  


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner