ავტორი მარიამ პაიჭაძე
ვრცელდება ინფორმაცია, რომ „ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია 10 ოქტომბერს მოსკოვში მიემგზავრება.
როგორც ცნობილია, პარტიის ლიდერი მოსკოვში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს.
ჯერჯერობით უცნობია, რა მიზნით მიემგზავრება „ქართული დასის" ლიდერი მოსკოვში, რას უკავშირდება არჩევნების შემდგომ გამგზავრების გადაწყვეტილება და ვისთან გამართავს შეხვედრებს. ასევე უცნობია, რა საკითხები იქნება განხილული შეხვედრის ფარგლებში.