logo_geo
eng_logo
გიორგი მარგველაშვილს რუმინეთის ახალდანიშნულმა ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცა
- +

6 ოქტომბერი. 2016. 16:42



საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს რუმინეთის ახალდანიშნულმა საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში რადუ ლივიუ ჰორუმბამ რწმუნებათა სიგელები გადასცა.


სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ, სახელმწიფოს მეთაურმა რადუ ლივიუ ჰორუმბასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

მხარეებმა საქართველოსა და რუმინეთს შორის არსებული ურთიერთობა და თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილეს. საუბარი ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის საკითხებსაც შეეხო.



ახლადდანიშნულმა ელჩმა გიორგი მარგველაშვილს კიდევ ერთხელ დაუდასტურა  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, არაღიარების პოლიტიკის, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფების მხარდაჭერა.



საქართველოს პრეზიდენტმა რუმინელ დიპლომატს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.







 

right_banner right_banner
არქივი
right_banner