logo_geo
eng_logo
„გვაქვს ამბიცია, რომ საქართველოში პოლიტიკა გადავიყვანოთ ახალ, თანამედროვე საფეხურზე“
- +

6 ოქტომბერი. 2016. 17:47

 

 

„მივესალმები წინასაარჩევნო გარემოს, რომელიც დღეს ქვეყანაშია. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში, ასეთი წინასაარჩევნო გარემო არ ყოფილა, ასეთი მშვიდი,დემოკრატიული, თუ არ ჩავთვლით ცალკეულ ინციდენტებს.  ჩვენ დავასრულეთ ძალადობა, დავასრულეთ ქვების სროლა და ხელკეტებით დევნა ერთმანეთზე. ჩვენ გვაქვს იმის ამბიცია, რომ საქართველოში პოლიტიკა გადავიყვანოთ ახალ თანამედროვე საფეხურზე", - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივანი კახა კალაძე აცხადებს.

 

„ჩვენ ვისურვებდით, რომ მომავალი პარლამენტი იყოს მრავალპარტიული, თუმცა ეს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს ვინ იქნება წარმოდგენილი უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში. ამიტომ, დაველოდოთ 8 ოქტომბერს და შემდეგ  ალბათ უკვე შესაძლებელი იქნება რაიმე განცხადებების გაკეთება, თუმცა ჩვენი გუნდის პოზიცია არის ის, რომ თუ იქნება მრავალპარტიული, ეს იქნება ძალიან კარგი", - განაცხადა კახა კალაძემ.








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner