logo_geo
eng_logo
ირაკლი შიხიაშვილი: მინდა, ლაშა გოლუბიანს დიდი მადლობა გადავუხადო
- +

6 ოქტომბერი. 2016. 18:15



სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ირაკლი შიხიაშვილმა პარტია „თამაზ მეჭიაური - ერთიანი საქართველოსთვის" წევრს ლაშა გოლუბიანს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის. როგორც შიხიაშვილმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, მას და ლაშა გოლუბიანს ერთნაირი შეხედულება აქვთ ერთნაირსქესიანთა ქორწინებაზე  და მისი დაკანონება  ნებისმიერ ქვეყანაში დაუშვებლად მიაჩნიათ.



„მინდა,დიდი მადლობა გადავუხადო პარტია „თამაზ მეჭიაური - ერთიანი საქართველოსთვის" წევრს ლაშა გოლუბიანს, რომელმაც საჯაროდ განაცხადა, რომ ის არის ჩემი მხარდამჭერი. მოუწოდა თავის ამომრჩევლებს, ჩემთვის დაეჭირათ მხარი. ლაშაზე იმოქმედა ხელისუფლების წარმომადგენლის გარკვეულმა განცხადებებმა ერთნაირსქესიანთა ქორწინებაზე.

მის გადაწყვეტილებაზე იმოქმედა იმან, რომ ხელისუფლებაში უნდა მოვიდეს ის, ვინც არ ფიქრობს ამ კონკრეტულ კითხვებზე პასუხის გასაცემად. ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონება ამ ქვეყანაში კი არა, ნებისმიერ ქვეყანაში დაუშვებლად მიმაჩნია, რადგან გარყვნილება ყველგან გარყვნილებაა",- განაცხადა შიხიაშვილმა.







 

right_banner right_banner
არქივი
right_banner