logo_geo
eng_logo
მანანა კობახიძე: არავითარი ძალა და რესურსი „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აქვს
- +

6 ოქტომბერი. 2016. 18:36


 

მიუხედავად ნაციონალური მოძრაობის" ყველანაირი მცდელობისა, რომ დიდი ტალღა აეგორებინათ და ეჩვენებინათ, რომ ძალიან ბევრი მხარდამჭერი ჰყავთ, ეს მათ არ გამოუვიდათ", - ამ სიტყვებით აფასებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე „ნაციონალური მოძრაობის" აქციას.

 

როგორც კობახიძემ  „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სამწუხარო ფაქტია, რომ მოქალაქეების გარკვეულმა ნაწილმა აიღო თანხა აქციაზე ჩამოსვლისთვის.

კობახიძემ აღნიშნა, რომ  აქციის გამართვა ნებისმიერი ადამიანის და პოლიტიკური პარტიის კონსტიტუციური უფლებაა, მაგრამ დაუშვებელია თანხის გადახდა.


როდესაც საუბარია იმაზე, რომ აქციაზე მისასვლელად იღებენ ფულს, ეს მეტყველებს, რომ ისინი ნაციონალური მოძრაობის" მხარდასაჭერად კი არა, გარკვეული სარგებლისთვის იყვნენ ჩამოსულები.

 

ერთი ის, რომ ეს ამომრჩევლის მოსყიდვა და დანაშაულია, მეორე მხრივ, მე თანაგრძნობაც გამოვხატე ასეთი ადამიანების მიმართ. როდესაც საკუთარ კონსტიტუციურ უფლებას და არჩევანს გაცვლი რაღაც თანხაზე, ეს ძალიან ცუდია და გააზრებული უნდა ჰქონდეთ ამ ადამიანებს, ეს რას ნიშნავს. თუ ვერ გაიაზრეს, ამის გამო გამოვხატე თანაგრძნობა, რის გამოც მე კრიტიკა მივიღე. რატომღაც ჩათვალეს საკუთარი თანამემამულეების შეურაცხყოფად. შეურაცხმყოფელი ეს საქციელია ქვეყნისთვის, იმიტომ, რომ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ გააზრებული, რისთვის და ვის აძლევენ ხმას და ეს არ უნდა იყოს განპირობებეული ფინანსური სარგებლით.

 

აქციით კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ არავითარი ძალა და რესურსი ნაციონალურ მოძრაობას" არ აქვს. მე ვგულისხმობ საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერას", -განაცხადა კობახიძემ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner