logo_geo
eng_logo
მანანა კობახიძე: ყველა ვერსია უნდა იყოს განხილული!
- +

6 ოქტომბერი. 2016. 18:48



პარლამენტის ვიცე-სპიკერმა  მანანა კობახიძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის" წევრის გივი თარგამაძის ავტომანქანის აფეთქება იყო ვანდალური ფაქტი და ბევრ კითხვის ნიშანს იწვევს.


როგორც კობახიძემ აღნიშნა,  მას, როგორც ნებისმიერ პოლიტიკოსს, აქვს უფლება, გარკვეული ეჭვი ჰქონდეს, დანარჩენი კი უნდა გამოიძიოს სამართალდამცავმა უწყებამ.


„მე მაქვს ეჭვი, რომ ეს არის ტერაქტის იმიტაცია. თუ სხვა რამეა, რა თქმა უნდა, შესაბამისმა უწყებამ უნდა გამოიძიოს და კვალიფიკაციაც შესაბამისი უნდა მიეცეს.

 

ნამდვილად არ არის სწორი, პოლიტიკოსებმა მივუთითოთ პროკურორებს, როგორი კვალიფიკაციით წავიდეს საქმე. პოლიტიკოსებს შეგვიძლია ვარაუდი, აზრი გამოვთქვათ, რომელიც შეიძლება ვინმეს არ მოეწონოს, მაგრამ მე მაქვს უფლება და ვალდებულიც ვარ, პოზიცია დავაფიქსირო. დანარჩენი გამოიძიოს შესაბამისმა უწყებამ", - განაცხადა კობახიძემ.


კითხვაზე, ფიქრობს, რომ გივი თარგმაძემ თვითონ აიფეთქა თავი, მანანა კობახიძემ აღნიშნა, რომ ყველა ვერსია უნდა იქნეს განხილული და გამოძიებული.


„იქნებ საკუთარმა პარტიამ გაწირა, ესეც ხომ შეიძლება? ყველა ვერსია უნდა იყოს განხილული. კი ბატონო, რუსეთის ვერსიაა? ესეც უნდა განიხილო. მაგრამ, თუ ვინმეს ამ ქვეყანაში არ აწყობს და ხელს არ აძლევს ასეთი აქტები, ეს არის „ქართული ოცნება" და ხელისუფულება", - განაცხადა მანანა კობახიძემ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner