logo_geo
eng_logo
არჩილ გამზარდია: თარგამაძე სარკაზმის საფუძველი გახდა, ისევე როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ აქცია
- +

6 ოქტომბერი. 2016. 19:53



„პროვოკაციული პრეცენდენტები მეეჭვება მასობრივად იქცეს და საზოგადოება წამოეგოს. კარგად ხედავენ, რომ მოსახლეობა მსგავს პროცესებთან მიმართებაში ნაკლებად აქტიურია და თემა ადვილად იფარება",- ამის შესახებ ანალიტიკოსმა არჩილ გამზარდიამ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და აღნიშნა, რომ დღეს ხელისუფლებისა და საზოგადოების პროვოკაციაზე წამოგება საკმაოდ რთული გახდა.


„გივი თარგამაძის ფაქტი ერთი საღამოს თემა იყო, რომელმაც სამართალდამცავ სტრუქტურებში გადაინაცვლა.

 

ხალხს ფაქტზე ირონიული დამოკიდებულება ჰქონდა. საზოგადოება არც შეშინებულა და არც დაზაფრულა. პირიქით, სარკაზმის საფუძველი გახდა, ისევე როგორც „ნაციონალური მოძრაობის" აქცია.

 

საზოგადოება უკვე სხვა დონეზეა. პოლიტიკური სუბექტები აშკარად ამ პროცესებს ჩამორჩნენ და ვერ ხვდებიან, რომ საზოგადოება სხვანაირი გახდა.

 

ამასთან ერთად, დღევანდელი ხელისუფლება ძალიან მშვიდია. ასეთ მოვლენებზე ძალიან საქმიან ტონს ინარჩუნებს, უხეშ განცხადებებს არ აკეთებს, ისტერიკა არ ახასიათებს, როგორც წინა ხელისუფლებას. ხელისუფლების პროვოკაციებზე წამოგება საკმაოდ რთული გახდა",- განაცხადა გამზარდიამ.

 






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner