განახლებულ აღმაშენებლის გამზირზე პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატის კანდიდატის, გიორგი ვოლსკის საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი ცენტრალური შტაბის უფროსი კახა კალაძე, თბილისის მერი დავით ნარმანია, საქართველოს პარლამენტის დეპუტატები და საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ.
„ხალხი ხედავს პოზიტიურ ტენდენციებს, რის გამოც ისინი „ქართულ ოცნებას" უჭერენ მხარს", - განაცხადა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წევრმა გიორგი ვოლსკიმ. მისი თქმით, ჩუღურეთის რაიონი პრობლემატურია, თუმცა, „ქართული ოცნება" გააკეთებს ყველაფერს, რათა ეს პრობლემები მოგვარდეს.
„საკმაოდ მძიმე რაიონია. პრობლემატური თემებიც ბევრია, მაგრამ ხალხი ხედავს პოზიტიურ ტენდენციებს - სიწყნარეს, სტაბილურობას, ბიზნესის განვითარებას და ვფიქრობ, ეს არის მთავარი ფაქტორი, რის გამოც მხარს გვიჭერს ამომრჩეველი", - განაცხადა გია ვოლსკიმ.