logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლკსი: უამრავი მიმანიშნებელი ფაქტია, სადაც სააკაშვილი გეგმავს არეულობას
- +

6 ოქტომბერი. 2016. 20:35

 

 

„ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ვოლსკი განცხადებით, უამრავი მიმანიშნებელი ფაქტორი გამოიკვეთა იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არეულობას, დაძაბულობასა და დაპირისპირებას გეგმავს.


პარლამენტარის თქმით, ის სრულად იზიარებს პრემიერ-მინისტრის მკაცრ პათოსს და იმედს გამოთქვამს, რომ დამნაშავე პირები კანონით დაისჯებიან.


ადამიანები, რომლებიც ქმნიდნენ ტერორისტულ გარემოს და ახდენდნენ საკუთარ მოსახლეობაზე თავდასხმებს, იგივე არჩევნებთან დაკავშირებით კლავდნენ და ახორციელებდნენ ტერორს მასზე, ვინც მხარს არ უჭერდა, ეს ადამიანები ლაპარაკობენ. უამრავი მიმანიშნებელი ფაქტია, სადაც სააკაშვილი თავის მომხრეებთან ერთად გეგმავს არეულობას, დაძაბულობას და დაპირისპირებას. სამწუხარო ფაქტია, რომელსაც გამოძიება სჭირდება და არც ერთი დამნაშავე არ უნდა დარჩეს დაუსჯელი. მე სრულად ვეთანხმები პრემიერის იმ მკაცრ განცხადებას, რადგან სასწორზეა ჩვენი სახელმწიფოს განვითარება", - განაცხადა გია ვოლსკიმ.


რაც შეეხება არეულობის პრევენციას, ვოლსკის თქმით, ამ მხრივ თავად საზოგადოებამაც უნდა გამოიჩინოს კეთილგონიერება და პასუხისმგებლობა მხოლოდ სამართალდამცავ უწყებებს არ უნდა დაეკისროს.


პრევენციის მთავარი მექანიზმი არის თითოეულ ჩვენგანში, მოსახლეობაში. საზოგადოებამ უნდა გამოიჩინოს კეთილგონიერება და არ უნდა აჰყვეს რაიმე პროვოკაციას. თითის დაქნევა მხოლოდ სამართალდამცავ ორგანოებზე არ არის მართებული. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ქვეყანაში არჩევნები და არჩევნების შემდგომი პერიოდი იყოს მშვიდობიანი", - განაცხადა ვოლსკიმ.








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner