logo_geo
eng_logo
„ეს ადამიანი სასამართლოს პრესტიჟს ძირს უთხრის“ - მოსამართლეები მამუკა ახვლედიანს აკრიტიკებენ
- +

6 ოქტომბერი. 2016. 22:40



საქალაქო სასამართლოში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებსა და მოსამართლეებს შორის გამართულ შეხვედრაზე გვარამია - ახვლედიანის ფარული ჩანაწერები განიხილეს. მოსამართლეებმა საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე გააკრიტიკეს.


მათი შეფასებით, მამუკა ახვლედიანმა ეთიკის სტანდარტები დაარღვია და მოსამართლეებს შეურაცხყოფა მიაყენა.


მოსამართლეს, რომელსაც 9 წლის მანძილზე დარბაზის კარი არ შეუღია და პროცესი არ ჩაუტარებია, სხვა მოსამართლეების კომპეტენციას აყენებდეს ეჭვქვეშ, საუბრობდეს რაღაც კლანებზე და საბოლოოდ ეს საუბარი გადიოდეს რაღაც მილიონიან გარიგებებზე. ახვლედიანის ასეთი ამაზრზენი შეფასებები უნდა შეფასდეს მხოლოდ მის ქცევად და ამასთან კავშირი სასამართლო სისტემას და მოსამართლეებს არ უნდა ჰქონდეთ",- განაცხადა საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ.


ახვლედიანი გააკრიტიკა მოსამართლე ნატო ჯოხაძემაც, რომელმაც ახვლედიანის განცხადებებს ცილისწამება უწოდა.


აღარ მოეღო ბოლო მის ასეთ საქციელს და ცილისწამებებს, რომელსაც ადგილი აქვს მისი მხრიდან. სასამართლოს პრესტიჟს ეს ადამიანი ფაქტობრივად ძირს უთხრის და სასამართლოს დამოუკიდებლობას ეჭვქვეშ აყენებს", - განაცხადა მოსამართლე ნატო ხოჯაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner