logo_geo
eng_logo
ლევან მურუსიძე: შეურაცხყოფაა, რომ მოსამართლეები არიან ხაჭაპურის მცხობელები და არავითარი განათლება არ აქვთ
- +

6 ოქტომბერი. 2016. 22:41



იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე ინიციატივით გამოდის - ის პირი, ვინც მოსამართლეებსა და სასამართლოს ნდობას შეურაცხყოფას მიაყენებს, უნდა დაჯარიმდეს. მურუსიძის განმარტებით, სასამართლო სისტემაზე მუდმივად მიდის მიზანმიმართული შეურაცხყოფა.


თუ მხარე და არა ჩვეულებრივი მოქალაქე შეურაცხყოფას მიაყენებენ თავისი გამოსვლებით მოსამართლეს, სასამართლო სისტემას და არ მოიხდიან ბოდიშს, სასამართლო პროცესზე გამოცხადებისას უნდა იყოს დაჯარიმებული", - განსაზღვრა მურუსიძემ.


კითხვაზე, როგორ მოხდება გამიჯვნა კრიტიკასა და შეურაცხყოფას შორის, მურუსიძემ აღნიშნა, რომ როდესაც ადვოკატი ამბობს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება არის უსაფუძვლო და დაუკანონებელი ეს არის კრიტიკა, როდესაც ამბობს, რომ მოსამართლეები ერთი-ორის გარდა არიან ხაჭაპურის მცხობელები და არავითარი განათლება არ აქვთ, ეს არის შეურაცხყოფა",  - განაცხადა მურუსიძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner