logo_geo
eng_logo
მანანა კობახიძე: ადამიანებს უნდა ჰქონდეთ გააზრებული, რისთვის და ვის აძლევენ ხმას
- +

6 ოქტომბერი. 2016. 23:55



გუშინ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ არავითარი ძალა და რესურსი ნაციონალურ მოძრაობას" არ აქვს, ვგულისხმობ საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერას",- ამის შესახებ მანანა კობახიძემ „ნაციონალური მოძრაობის" მიერ გუშინ გამართულ აქციასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.


მისი თქმით, სამწუხაროა, რომ მოქალაქეების გარკვეულმა ნაწილმა აქციაზე ჩამოსასვლელად თანხა აიღო.


კობახიძის თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ" აქციაზე დიდი რაოდენობით მხარდამჭერის მიყვანა ვერ მოახერხა. კობახიძემ პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის" შესვლას მითი უწოდა.



„როდესაც საუბარია იმაზე, რომ აქციაზე მისასვლელად იღებენ ფულს, ეს მეტყველებს, რომ ისინი „ნაციონალური მოძრაობის" მხარდასაჭერად კი არა, გარკვეული სარგებლისთვის იყვნენ ჩამოსულები.


ერთი ის, რომ ეს ამომრჩევლის მოსყიდვაა და დანაშაულია, მეორე მხრივ, მე თანაგრძნობაც გამოვხატე ასეთი ადამიანების მიმართ. როდესაც საკუთარ კონსტიტუციურ უფლებას და არჩევანს გაცვლი რაღაც თანხაზე, ეს ძალიან ცუდია და გააზრებული უნდა ჰქონდეთ ამ ადამიანებს, ეს რას ნიშნავს. თუ ვერ გაიაზრეს, ასეთების გამო მე თანაგრძნობა გამოვხატე, რისთვისაც კრიტიკა მივიღე.


რატომღაც ჩათვალეს საკუთარი თანამემამულეების შეურაცხყოფად. შეურაცხმყოფელი ეს საქციელია ქვეყნისთვის, იმიტომ, რომ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ გააზრებული, რისთვის და ვის აძლევენ ხმას და ეს არ უნდა იყოს განპირობებული ფინანსური სარგებლით", - განაცხადა კობახიძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner