ავტორი ანა ნონიკაშვილი
„მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის" ხელმძღვანელმა, პოლიტოლოგმა პეტრე მამრაძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე „ნაციონალური მოძრაობის" წევრ გივი თარგამაძის ავტომანქანის აფეთქებასთან დაკავშირებით ისაუბრა. როგორც მამრაძემ განაცხადა, არ გამორიცხავს, რომ მიხეილ სააკაშვილის დაგეგმილი იყოს აფეთქების განხორციელება.
„გივი თარგამაძის მანქანის აფეთქება არის ძალიან სერიოზული. რა თქმა უნდა, ხელისუფლებისთვის ეს ფაქტი მომგებიანი არ არის. სამაგიეროდ „ნაციონალურ მოძრაობას" დიდ დივიდენდებს მოუტანდა, თარგამაძე ან ვინმე სხვა რომ დაღუპულიყო. „ნაცმოძრაობას" ეს აწყობდა, ჯერ იმიტომ, რომ საზოგადოების მთელ ყურადღებას მიიპყრობდა, „ოცნებამ" ერთ-ერთი ლიდერი მოგვიკლაო, დაბრალებდნენ, რა თქმა უნდა. ასევე მოიშორებდნენ თარგამაძეს, რომელმაც სააკაშვილის ყველა დანაშაულზე ბევრი რამ იცის.
არ გამოვრიცხავ, სააკაშვილი, რომელიც ავალებდა მერაბიშვილს ორ გვამს, გვარამიას სისხლის ბარიკადებს, ისევე ავალებს გარკვეულ ჯგუფებს თარგამაძის მოშორებას", - განაცხადა მამრაძემ.