მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი გადაცემა „არჩევანში" „ქართული ოცნების" პრეზენტაციას სოციალურ ქსელში ეხმიანება და სტატუსს აქვეყნებს:
„ნაბოკოვის ცინცინატივით ეშაფოტიდან წამოდგომა გაბედა „ქართულმა ოცნებამ" სტუდიაში და ტრენდის შემქმნელი, ბრუტალური და დაუმარცხებელი ტელევიზიის ნაცვლად, მუყაოს ბუტაფორია - კომპეტენციის დეფიციტი, რეალობას აცდენილი დისკურსი და უხვი ბოღმა - შერჩა ხელში, რომელიც უიოლესად შემოიფშვნა, ვინაიდან ეს კრებული მხოლოდ ხელოვნურად შექმნილ მონოპოლიაში (და ჩვენს ცნობიერებაში) ყვაოდა თურმე - განაჩენის აღსრულებაზე მიწვეულ სიკვდილმისჯილს ჯალათი შემოეხარჯა!
P.S. გადაიკითხეთ ბუმბერაზი კლასიკოსი: Владимир Набоков, „Приглашение на казнь"...
სიმართლის დროა!!!" - წერს ლაშა ნაცვლიშვილი.