„გავრცელდა ინფორმაცია, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარათაკლიში, რეგისტრატორი ბიულეტენს ყუას ახევდა იმგვარად, რომ ამომრჩეველს არ ჰქონოდა შესაძლებლობა, მიეთითებინა ბიულეტენში N 1", -ამის შესახებ ცესკო-ს პრესსმდივანმა ბრიფინგზე განაცხადა.
ანა მიქელაძის თქმით, აღნიშნული შეცდომა ერთ საარჩევნო უბანზე, ერთი რეგისტრატორის მიერ იქნა დაშვებული.
„შეცდომა იქნა დაშვებული რეგისტრატორის მიერ ბიულეტენის გაცემისას, საუბნო-საარჩევნო კომისიამ აღმოფხვრა აღნიშნული ხარვეზი. რეგისტრატორი იქნა ჩანაცვლებული კომისიის წევრი რეგისტრატორით",- აღნიშნა მიქელაძემ.