მწერალი პაატა ქურდაძე სოციალურ ქსელში „რუსთავი 2"-თან და საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით წერს:
„რუსთავი 2"-ს live-ს ვუყურებდი ვუყურებდი ერთი საათი. ისეთი გრძნობა გამიჩნდა, თითქოს არჩევნები მხოლოდ მარნეულში მიმდინარეობს და სხვაგან არსად. რეზიუმე ასეთია:
ბურჭულაძე - მიმდინარეობს არჩევნების ტოტალური გაყალბება, მივმართავ კვირიკაშვილს, აღიაროს ვაჟკაცურად, რომ „ქართული ოცნება" დამარცხდა!.
ტუღუში - „ნაციონალური მოძრაობა" არაფერ შუაში არ არის. კონფლიქტი მოხდა „ქართული ოცნებისა" და „ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისათვის" აქტივისტებს შორის.
მარნეულელი ოპერის მოყვარულები: მიშა! მიშა აბრ!.. მიშა აბრ!.. მიშა აკბრ...! მიშა!...მიშა აკბბბარ!!!
ცესკო - საარჩევნო ყუთები ადგილზეა, არავის არ გაუტაცია.
მე - ვისაც ეს საპნის „რევოლუციის" სქემა მოუვიდა თავში, ყველაფერთან ერთად ეთნიკურ შუღლს აღვივებს, არ მჯერა, რომ ამხელა საქართველოში მაინცდამაინც მარნეულელები აღმოჩნდნენ პოლიტიკურად ყველაზე აქტიური ხალხი".