თბილისისა და რეგიონების ყველაზე აქტიური და პასიური საარჩევნო უბნები ამომრჩევლის აქტივობის მიხედვით
-
+
8 ოქტომბერი. 2016. 23:08
ბოლო მონაცემებით, ყველაზე აქტიური თბილისის 22 საარჩევნო ოლქიდან არის ვაკის მე-2 საარჩევნო ოლქი. ამომრჩევლის აქტივობა 60,71% შეადგენს. ანუ ოლქში რეგისტრირებული 42 513 ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა 25 823 ამომრჩეველმა მიიღო.
თბილისში, ყველაზე პასიური საარჩევნო ოლქი აქტივობის მხრივ აღმოჩნდა ისნის მე-9 საარჩევნო ოლქი, სადაც აქტივობა 42,04 %-ს შეადგენდა. 44 745 ამომრჩევლიდან არჩევნებზე მხოლოდ 18 809 ადამიანი გამოცხადდა.
რაც შეეხება რეგიონებს, ყველაზე აქტიური იყო ვანის 54-ე ოლქი 65,45%-იანი აქტივობით და ლანჩხუთის მე-60 ოლქი - 65,53 %-იანი აქტივობით.
რეგიონებიდან ყველაზე პასიური ზუგდიდის 65-ე საარჩევნო ოლქი იყო, რომლის აქტივობაც 40,26 %-ს შეადგენს.