ოთარ აბესაძე: ვიზრდებით...
-
+
10 ოქტომბერი. 2016. 15:43
„ქართული ოცნების" წევრი ოთარ აბესაძე ირაკლი ალასანიას პოლიტიკიდან წასვლას სოციალურ ქსელში ეხმიანება:
„როგორც ცივილიზებულ პოლიტიკურ სამყაროშია, წაგებული პარტიის ხელმძღვანელობა ტოვებს პოლიტიკას და გზას ახალ თაობას უთმობს. ვიზრდებით", - წერს აბესაძე.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ირაკლი ალასანიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ იგი ტოვებს „თავისუფალ დემოკრატებს" და დროებით მიდის პოლიტიკიდან.