logo_geo
eng_logo
„მოგონება იქნებოდა ჩვენი სისხლიანი რეჟიმი, უკრაინას ისეთ დღეში ჩააგდებდა!
- +

14 ოქტომბერი. 2016. 21:12



უფლებადამცევლი ინგა ბერიკაშვილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ოდესის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის შესახებ პოსტს აქვეყნებს:


ყველაზე დიდი შეცდომა და ჩვენი ქვეყნისადმი დიდი უპატივცემულობა უკრაინის მთავრობამ მაშინ გამოიჩინა, როდესაც საქართველოში მსჯავრდებული და ძებნილი ყოფილი პრეზიდენტი დანიშნა ოდესის გუბერნატორად!

 

ძალიან კარგად იცოდნენ მათ, რომ იმ სისასტიკის უკან და მილიარდობით ქონებების ჩამორთმევის უკან საქართველოში სწორემიხეილ სააკაშვილი იდგა!

 

ვინც მას მხარს უჭერს უკრაინაში, ეს ის ხალხია, ვის თვალშიც ის ვითომ მხსნელად მოევლინა და თავისი უცვლელი პიარის ხარჯზე (რითაც აქ გასტანა 9 წელი) მოახერხა ამ ხალხის მხარდაჭერის მიღება.

 

რა თქმა უნდა, გაჭირვებულ ადამიანს ახარებს ის ფაქტი, რომ ვითომ "მხსნელი" მიხეილი დაერია მილიარდელებს და დაიწყო მათი დევნა, რაც მხოლოდ მითია, რადგან ყველამ იცის თუ როგორ შეიქმნა ოდესა და ამას ვერავინ ვერ შეცვლის!

 

მისი მიზანი მხოლოდ ერთია, რაც შეიძლება ძალიან ბევრი ფული იშოვოს, რომ მერე ამ თანხების მობილიზებით მოახდინოს საქართველოში არეულობა და ამ ქმედებაში გარკვეული წილი დანაშაული უკრაინის მხარესაც ეკისრება, რადგან თუ უკრაინის მთავრობას უნდა ჩვენს ქვეყანასთან მეგობრული ურთიერთობა, დამნაშავე და კრიმინალი სააკაშვილი უნდა გადმოეცა და არა პირიქით, მიეცა მოქალაქეობა და თანამდებობა მისთვის და მისი დამნაშავე გუნდისთვის!

 

ჯერ კიდევ სანამ გვიანი არაა, უნდა გამოასწორონ ეს დანაშაული საკუთარი ხალხის და ჩვენს წინაშე, თორემ იქაც ისევე როგორც აქ დააყენებს სისხლის გუბეებს, რომ მიცენ ამისი უფლებამოსილება!

 

კიდევ კარგი არ მოხდა მისი დანიშვნა პრემიერად და ეყოთ საღი აზრი ოპოზიციურად განწყობილ ძალებს, რომ აღდგომოდნენ ამის წინააღმდეგ, თორემ მოგონება იქნებოდა უკრაინისთვის ჩვენი სისხლიანი რეჟიმი, ისეთ დღეში ჩააგდებდა!

 

იმედია, სამართალდამცავები ბოლომდე გამოიძიებენ ყველა დანაშაულს, რაც მან უკვე ჩაიდინა და მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას და არ დაუშვებენ უცხო ქვეყნის ძებნილი და დამნაშავე პირის მიერ საკუთარი ქვეყნის დაქცევას!!!", - წერს ბერიკაშვილი.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner