შპს „სტუდია მაესტროს" თანამშრომლები ლევან გაჩეჩილაძეს შეხვდნენ. შეხვედრაზე არხის გენერალურ დირექტორს მათზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. შპს „სტუდია მაესტროს" თანამშრომლებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ ბაია გადაბაძის მხრიდან მათზე ხორციელდება სხვადასხვა ტიპის ზეწოლა. თანამშრომლები ამბობენ, რომ აპირებენ, შეაგროვონ ხელმოწერები და დახმარებისთვის არასამთავრობო ორგანიზაციებს მიმართონ.
ლევან გაჩეჩილაძესთან შეხვედრაზე სამომავლო გეგმებიც განიხილეს. „მაესტროს" ერთ-ერთმა თანამშრომელმა ნელი ბეგიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მასზე ბაია გადაბაძის მხრიდან განხორციელდა ზეწოლა:
„ბაია გადაბაძემ ამიკრძალა „მაესტროში" შესვლა და მომცა მოსაფიქრებლად 10 დღის ვადა. მაგრამ ამ 10 დღეში მე არ უნდა გამოვცხადებულიყავი „მაესტროში". მე დავაფიქსირე ჩემი პოზიცია. ეს იყო ჩემზე ძალადობა და მან მე მომაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. ამის შესახებ ინფორმაცია მივაწოდე ლევან გაჩეჩილაძეს და მან დახმარება აღმიქვა. მე მინდა მქონდეს სამუშაო პირობები, რაშიც ბაია გადაბაძე ხელს მიშლის", - განაცხადა ნელი ბეგიაშვილმა.