„უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე სოციალურ ქსელში ნინია კაკაბაძეზე, თამარ კორძაიაზე, ნატა ფერაძესა და ბაია პატარაიასთან დაკავშირებით წერს:
„ნინია კაკაბაძე, თამარ კორძაია, ნატა ფერაძე, ბაია პატარაია... ისინი სიძულვილის პროპაგანდას აპროტესტებენ. ადამიანები, რომელთა ყოველი სიტყვა სიძულვილითა აღსავსე, ვის სიძულვილზე საუბრობენ, გაუგებარია. ეკლესიის, პატრიარქის, ეროვნული ფასეულობების წინააღმდეგ მებრძოლი ხალხის ცინიზმს საზღვარი არ აქვს".