რუსეთსა და საქართველოში ბოლო დროს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ორივე მხარე დაინტერესებულია, გააგრძელოს რუსულ-ქართული კავშირების კონკრეტულ საკითხებში დიალოგი იმ სფეროებში, სადაც პროგრესი შესაძლებელია დიპლომატიური ურთიერთობების არქონის პირობებში - ვაჭრობა, ტრანსპორტი, კულტურულ-ჰუმანიტარული სფერო - აღნიშნული შეთანხმება ზურაბ აბაშიძისა და გრიგორი კარასინის შეხვედრაზე იქნა მიღწეული.
რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარებას და რუსეთის ბაზარზე დაბრუნების შესაძლებლობას მიესალმება ყოფილი პარლამენტარი ხათუნა ხოფერია:
„მე მივესალმები კეთილმეზობლურ ურთიერთობებს და რუსეთის ბაზარზე დაბრუნების შესაძლებლობას!!!!!
ჯერ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის უპირობო მხარდაჭერა მივიღეთ, ახლა რუსეთის!!! აი, რას ნიშნავს მშვიდი და სტაბილური არჩევნები!
აბა, მიასკდით ერთმანეთს, ნაცებო!" - წერს ხოფერია.