logo_geo
eng_logo
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოსტზე კობა გვენეტაძე დაინიშნა
- +

17 მარტი. 2016. 12:23


პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოსტზე ეროვნული ბანკის საბჭოს მიერ წარდგენილი კობა გვენეტაძე დანიშნა.


გიორგი მარგველაშვილმა გვენეტაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ეროვნული ბანკის ახალი პრეზიდენტი დაიცავს იმ პოზიციას, რომლის ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას სჭირდება.


„დღეს დავნიშნეთ ეროვნული ბანკის ახალი პრეზიდენტი. კობა გვენეტაძე სრულიად დემოკრატიული, ღია პროცესით შევარჩიეთ, ასევე, თანამშრომლობით კოალიციასთან. მან მოიპოვა ხმები პარლამენტში და ბოლოს პრეზიდენტობის კანდიდატად იქნა წარმოდგენილი", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner