ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში „ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებით სტატუსს წერს:
„ისე, რა პარადოქსია, ჯერ კიდევ ორიოდე კვირის წინ „ნაციონალური მოძრაობა" საზეიმოდ გაჰკიოდა, აი, მოვედით პრაქტიკულად ხელისუფლებაშიო, ახლა კი ორიოდე დამატებითი მანდატისთვის უსაზომოდ და უკიდეგანოდ მათხოვრობენ.
ტეხავს, აი, ძალიან ტეხავს."