ნანა გაგუა: ეს ბინძური კამპანია გომბეშოების ყიყინს მაგონებს – ყვააატ, ყვააატ...
-
+
21 ოქტომბერი. 2016. 02:29
ჟურნალისტი ნანა გაგუა სოციალურ ქსელში ბოლო დღეებში, ირმა ინაშვილის და დავით თარხან-მოურავის შესახებ გავრცელებულ ვიდეოფრაგმენტებს ეხმაურება და წერს:
„მახსოვს, როცა ლამის ნახევარი თბილისი როგორც კეთროვანს, ისე მერიდებოდა და მაიგნორებდა (ქმარი გლდანში ყავსო!!!), ირმა და დავითი გვერდით დამიდგნენ....... მათი ტელე-ეთერიც მუდამ ღია იყო ჩემთვის, სადაც შეეძლოთ, როგორც შეეძლოთ, ისე მედგნენ გვერდით! ეს ბინძური კამპანია კი, რომელიც ახლა მათ წინააღმდეგაა აგორებული, პირადად მე, გომბეშოების ყიყინს მაგონებს - ყვააატ, ყვააატ, აქა ვართ და ჩვენკენ გამოიხედეთ, რა მაგრადა ვყიყინობთო!" - წერს გაგუა.