ყოფილი პატიმარი ალექსანდრე ახალკაცი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:
„სიახლეა პროკურატურიდან: სასჯელაღსრულების მინისტრ კალმახელიძეს აზრად არ მოსვლია გაენადგურებინა ის დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ მე 2007 წლის 28 სექტემბერს დიღმის „კაპეზემ" სრულიად ჯანმრთელი მიმიღო, და „არ აღენიშნება სხეულზე დაზიანებები" - ჩამიწერეს. ეს დოკუმენტი ახლა მთავარ პროკურატურაშია და ველოდებით უკვე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზას, რომელიც კალმახელიძეს პირდაპირ მისცემს სისხლის სამართლის პასუხისგებაში. ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული!", - წერს ალექსანდრე ახალკაცი.