ევროპის შვიდი ფსიქიატრიული კლინიკის სკანდალური დასკვნა გამართლდა?!
2006 წელს პოლიტიკურ წრეებში გავრცელდა და შემდეგ პრესაშიც დაიბეჭდა ევროპის შვიდი ავტორიტეტული ფსიქიატრიული კლინიკის დასკვნა სააკაშვილის ფსიქიკურ მდგომარეობაზე. ბევრგან დაიწერა, რომ ფსიქიატრებს ამ კვლევის ჩასატარებლად სოლიდური თანხა გადაუხადეს, თუმცა უცნობია, ვინ იყო დამკვეთი. დასკვნა, რომლის შემდგენლებადაც დასახელდნენ ტონსბერგის (ნორვეგია) ფსიქიატრიული ცენტრი, ოსლოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტი, ფინეთის ფსიქიატრიის დეპარტამენტი, კიოლნის ნერვული დაავადებების ცენტრი, ჟენევის ფსიქიატრიის დეპარტამენტი, ვენის ფსიქოანალიზისა და ფსიქოთერაპიის დეპარტამენტი და ამსტერდამის კლინიკური ფსიქოლოგიის დეპარტამენტი, სკანდალურია და მას დამაჯერებლობას მატებს აგვისტოს ომამდე ორი წლით ადრე გაკეთებული პროგნოზი, რომელიც გამართლდა: „ძალაუფლებისაკენ ლტოლვამ სააკაშვილს შეიძლება დაუკარგოს სიფრთხილე და გადაწყვეტილებები სახიფათო აღმოჩნდეს. მისგან მოსალოდნელია პრობლემების პროვოცირება. მათ შორის, პოლიტიკური და საომარი კონფლიქტიც".
ევროპელი ფსიქიატრების დასკვნაში არის დიაგნოზი: „ძლიერი პარანოიდული აშლილობა, ისტერიულობა და ნარცისიზმის კომპლექსი".
ევროპელმა ფსიქიატრებმა სააკაშვილის პიროვნების ფსიქოლოგიური კვლევა მისი ბავშვობით დაიწყეს და სწორედ იქ იპოვეს იმ გადახრების მიზეზი, რაც დიაგნოზში აისახა.
„რადგან სააკაშვილის მშობლები ერთად არ ცხოვრობდნენ, ბავშვი დედას მიეჯაჭვა და პატარაობისას მიღებული ემოციური ტრავმის გამო, რომელიც მამას უკავშირდებოდა, აგრესიულ პიროვნებად ჩამოყალიბდა. მას დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა მამინაცვალთან, თანატოლებისგანაც გარიყული აღმოჩნდა. ჩაკეტილი ბიჭი იყო და უჭირდა კლასელებთან ურთიერთობა. თუმცა მაღალ კლასებში ის სკოლის თეატრალურ წრეშიც იყო და წარმოდგენებშიც მონაწილეობდა. თეატრით გატაცებულმა მოზარდებმა სამოყვარულო ფილმების (მათ შორის პორნოგრაფიული შინაარსის) გადაღება დაიწყეს, რასაც სკანდალი მოჰყვა და მიხეილ სააკაშვილს თბილისის დატოვება მოუხდა. ის კიევში წავიდა სასწავლებლად, მაგრამ მორიგი სკანდალის (ინტიმური შეხვედრებისთვის თანაკურსელები მის ბინაში იკრიბებოდნენ) შემდეგ კომკავშირიდან გარიცხეს და ხმაური რომ ჩამცხრალიყო, ჯარში წავიდა...
...სააკაშვილი არის შინაგანად დაძაბული, ნევროზული, ეჭვიანი და ემოციურად გაუწონასწორებელი. მისი ჟესტიკულაცია, სიარულის მანერა და აღნაგობა ნორმებიდან ამოვარდნილია. უჭირს მობილიზება, თავისი გამოსვლების სწორად ორგანიზება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არასასურველ კითხვებს უსვამენ. ამ დროს იბნევა, ვრცელ, არაფრისმთქმელ ფრაზებს იშველიებს, რომლებიც შორს არის პასუხისგან. ერთი თემიდან მეორეზე გადადის. ამით ცდილობს ოპონენტის მოგერიებას და დაბნევას. როგორც ისტერიულ ტიპს, ახასიათებს სპონტანურობა და აქვს შოუმენის ნიჭი.
სააკაშვილი იღებს მხოლოდ იმ ინფორმაციას, რისი გაგონებაც სურს. ამან კი შეიძლება გამოიწვიოს განდიდების მანია, მანიაკალური სინდრომი და განცდა, რომ ერთადერთი და განუმეორებელია.
რ
ადგან ბავშვობაში ჩამოყალიბებული არასრულფასოვნების კომპლექსისგან გათავისუფლებას ზრდასრულ ასაკში ცდილობდა, ამან გამოიწვია ძალაუფლებისაკენ ლტოლვა. იმდენად არის შეპყრობილი ერთადერთი სურვილით, თავი დაიმკვიდროს, რომ ანგარიშს არ უწევს იმ საზოგადოების შეხედულებებს, რომელმაც ის ერთხელ უკვე არ მიიღო და გარიყა. როდესაც ხედავს, რომ სათანადოდ არ აფასებენ, აგრესიული ხდება. ვვარაუდობთ, რომ მომავალში ეს გამოიწვევს კონფლიქტს საზოგადოებასთან".
სააკაშვილი თავისი ფსიქიკის მძევალია და რაც ევროპელი ექიმების დასკვნაში წერია, ჩემს დაკვირვებასაც ემთხვევა. მას გაუწონასწორებლობა და უკიდურესი ნერვიულობა სჩვევია ყოვლად უწყინარ სიტუაციაშიც. შეიძლება რაღაც ეწყინოს, ამას გულში ჩაიდებს და მერე შურისძიებას ცდილობს.
ევროპელი ფსიქიატრების დასკვნა უკვე გადადიოდა ხელიდან ხელში, რომ ერთმა ქართველმა ფსიქიატრმა განაცხადა - არავითარი საბუთები არ მჭირდება, საკმარისი იყო, მენახა, საუბრისას მისი ხელის მოძრაობა და თვითმფრინავის ტრაპიდან როგორ ჩამოდის და დიაგნოზი დავსვი - სახეზეა მანიაკალურ-დეპრესიული სინდრომის გამოვლინებაო. უცხოელებისაგან მომისმენია, სააკაშვილს განდიდების მანია აქვს, ნარცისიზმი და მეგალომანია სჭირს, ამის უკან არასრულფასოვნების კომპლექსი იმალებაო. აქედან მოდის თვითდამკვიდრების დაუოკებელი სურვილი, რომ ყველაფერი ისე გაკეთდეს, როგორც მას სურს.
2008 წელს რუსეთმა სწორედ მისი ფსიქოლოგიური პორტრეტის გათვალისწინებით შეძლო მისი პროვოცირება.