რეჟისორი რობერტ სტურუა სოციალურ ქსელში წერს:
„აი, რა უთქვამს ატათურქს (ვიღაცა ინტელექტუალი მანდილოსანი აუცილებლად შემისწორებს, „ათათურქი" და არა „ატათურქი"-ო, ბატონო რ.-ო! „ატა" რომ მამას ნიშნავს, კოპწიავ?)
აი, ის აფორიზმიც:
„ერი, რომელსაც სძინავს, ან გადაშენდება, ან მონად გამოიღვიძებს"!
ილიასიც გაიხსენეთ:
„სულ ძილი, ძილი..." - წერს სტურუა.