ავტორი ალა გრიგალაშვილი
მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელი კანდიდატი ირაკლი შიხიაშვილი სამგორის მოსახლეობას მიმართავს. ის ამომრჩეეველს არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების" მაჟორიტარი კანდიდატის, მარიამ ჯაშის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.
გთავაზობთ ირაკლი შიხიაშვილის ინტერვიუს „რეპორტიორთან":
-მინდა, მივმართო ჩემს მხარდამჭერ ამომრჩეველს და ყველა სამგორელს, ყველა მოქალაქეს. „ნაცმოძრაობის" მორიგი ხრიკია, რომ თითქოს არჩევნების შედეგებით უკმაყოფილონი აღარ აპირებენ არჩევნებში მონაწილეობას! ისინი ყველა ხერხს გამოიყენებენ, რომ დააცხრონ ამომრჩევლის აქტივობა. ნაცების მიზანია ერთი: „ოცნების" მხარდამჭერნი, „ოცნების" გამარჯვებით კმაყოფილნი და მეორე ტურშიც გამარჯვებაში დარწმუნებულნი, როგორმე გახადონ პასიური!
-„ნაციონალური მოძრაობა" „ქართული ოცნების" მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებით ქვეყნის წინაშე მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობს. რას ფიქრობთ, რამდენად დაემუქრება დემოკრატიას საფრთხე?
-ისინი ცდილობენ დაარწმუნონ საზოგადოების გარკვეული ნაწილი მაინც, რომ „ოცნების" მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემთხვევაში, დემოკრატიას დაემუქრება საფრთხე და მივიღებთ ავტოკრატიულ მმართველობას! ეს მტკნარი სიცრუეა! ჯერ ერთი, „ქართული ოცნება", „ნაცმოძრაობისგან" განსხვავებით, არ არის მოძალადე პოლიტიკური გაერთიანება და მან ეს დაამტკიცა! ის არ ატერორებს, არ ჩაგრავს საკუთარ ხალხს, რასაც ფსიქოპათი სააკაშვილი თავისი ხროვით ახორციელებდა! დიახ, სწორად ეშინია ნაცსექტას, რადგან გაჩნდება მათ მიერ კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების (რომელიც მხოლოდ მათი ძალაუფლების გასამტკიცებლად ჰქონდათ განხორციელებული) სამართლიანად შეცვლის შესაძლებლობა! ეს იქნება ნაცების დასასრულის დასაწყისი! ამიტომ განსაკუთრებული მობილიზება გვმართებს თითოეულ ჩვენგანს, რომ „ოცნების" ყველა კანდიდატმა დაამარცხოს „ნაცების" კანდიდატი ყველა საარჩევნო ოლქში! მე ვთხოვ თითოეულ ჩემს მხარდამჭერს, იყვნენ მაქსიმალურად აქტიურნი და ხმა მისცენ „ქართული ოცნების" კანდიდატს ქალბატონ მარიამ ჯაშს!
-როგორია მარიამ ჯაშის შანსები არჩევნების მეორე ტურში? ფიქრობთ, რომ ის გაიმარჯვებს?
-მე დარწმუნებული ვარ, რომ სამგორის მე-12 ოლქში დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს ქალბატონი მარიამი და ვუსურვებ, ღირსეული ხმა იყოს სამგორელების პარლამენტში! მე დღეს ვიმყოფები ნიუ-იორკში, რესპუბლიკური პარტიის კლუბის მიწვევით! როგორც მოგეხსენებათ, სექტემბერში საქართველოში სტუმრად იმყოფებოდა ამ კლუბის ხელმძღვანელობა! მიზანი ჩვენი მუშაობის მინდა შევახსენო საზოგადოებას, გახლდათ ამ კლუბის წარმომადგენლობის დაფუძნება საქართველოში, რათა უფრო მჭიდრო გაგვხადოთ ქართულ-ამერიკული ურთიერთთანამშრომლობა და მეგობრობა მრავალი საინტერესო და საჭირო მიმართულები, ორივე ქვეყნის ინტერესების თანხვედრით! სწორედ ამ მიზნით ჩატარდა კონფერენცია - „მეტი მეგობარი საქართველოს", მალე საზოგადოებას ვამცნობთ ამ ახალი ორგანიზაციის, რომლის სახეწოდებაცაა „ქართულ-ამერიკული რესპუბლიკური ალიანსი", ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტის შესახებ, რომელიც აუცილებლად წაადგება ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეს! აღსანიშნავია ისიც, რომ ამერიკის რესპუბლიკური კლუბის 150-წლიანი ისტორიის მანძილზე, ეს იქნება პირველი სრულუფლებიანი წარმომადგენლობა ამერიკის გარეთ, კერძოდ, ევრაზიის კონტინენტზე, კავკასიის რეგიონში! უახლოეს მომავალში კონკრეტული გადადგმული ნაბიჯების შესახებ ინფორმაციას მივაწვდით ქართველ საზოგადოებას უფრო დაწვრილებით. წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში იქნება ირაკლი შიხიაშვილი.