„რაც ეხება იმ ოკუპაციას და ოკუპანტს, რომელსაც შევალიე ჩემი ცხოვრების რამდენიმე ათწლეული, მგონი მაშინ დაბადებულიც არ იყავით",- ამ სიტყევბით ეხმაურება სოციალურ ქსელში მთაწმინდის დამოუკიდებელი მაჟორიტარობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის მიერ აგორებულ კამპანიას.
„ნაცებო... დიდი მადლობა ამდენი წინასაარჩევნო პიარისთვის. რაც ეხება იმ ოკუპაციას და ოკუპანტს, რომელსაც შევალიე ჩემი ცხოვრების რამდენიმე ათწლეული, მგონი მაშინ დაბადებულიც არ იყავით და ზოგი კი კგბს ჯარში მსახურობდა!",- წერს ზურაბიშვილი.