ჟურნალისტი გიორგი უძილაური სოციალურ ქსელში წერს, რომ არ დაუშვებს „ნაციონალური მოძრაობის" ჯალათების დაბრუნებას.
„ძალიან კარგად ვიცი, რა მინუსებიც აქვს „ოცნებას", მაგრამ ნაცების ჯალათობის დაბრუნებას არ დავუშვებ, 500 000 მხარდამჭერიც რომ ჰყავდეთ, არ მაინტერესებს! ჰიტლერსაც ჰყავდა მხარდამჭერები, მაგრამ ცოტა დრო გავიდა და გერმანია ნორმალურ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა", - წერს უძილაური.