რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის გაუქმების თაობაზე კომენტარს აკეთებს. ზურაბ აბაშიძე პრაღიდან დღეს გამთენიისას დაბრუნდა.
აბაშიძე ამბობს, რომ შევა თუ არა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში რაიმე ცვლილება ან გაუქმდება თუ არა, ეს მხოლოდ პარლამენტის გადასაწყვეტია და ამაზე კარასინთან შეხვედრისას არ უსაუბარიათ.
რაც შეეხება კარასინი-აბაშიძის შეხვედრის ფორმატზე გაჩენილ შეკითხვებს, აბაშიძის შეფასებით, რუსეთთან დიალოგი აუცილებელია.
„ამ ფორმატზე უარის თქმა ვერანაირ პრობლემას ვერ მოაგვარებს, პირიქით, გაზრდის მასშტაბებს და ეს ჩვენ ქვეყანაზე და ყველა ჩვენგანზე მტკივნეულად აისახება. თუ ჭკვიანურად მოვიქცევით, არაფერი დაგვემუქრება", - აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.