მხატვარი შოთა გლურჯიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:
„რაღაც უცნაურად, საკონსტიტუციო უმრავლესობის ამინდი გამოვიდა.
ნუთუ ბაქრაძე-ხოშტარია-მელიას ნათელ ღიმილს ბოლოჯერ ვუმზერთ ბილბორდებზე?!
ისე, ერთი ბილბორდი მაინც დავტოვოთ, თუნდაც აი, ის, „ვარაზისხევის სამება", ბაქრაძე ნიკანორში რომ გადადის და მერე ლიაკა ხოშტარიაზე გარდმოეფინება, მხოლოდ როგორც იდუმალი ჯოკონდა, როგორც დანგრეული რაიხსტაგი, როგორც ბერლინის კედელის ფრაგმენტი, როგორც სფინქსის ცხვირმოტეხილი კერპი. ცუდად არ გამიგოთ, მხოლოდ როგორც სიმბოლო, სიმბოლო იდუმალი, ამოუცნობი, სევდანარევი დასასრულისა, როგორც „The Doors"-ის „The End"-შია!!!!
This is the end, beautiful friend,
This is the end, my only friend, the end
Of our elaborate plans, the end
Of everything that stands, the end
No safety or surprise, the end
I'll never look into your eyes, again", - წერს შოთა გლურჯიძე სოციალურ ქსელში.