logo_geo
eng_logo
რობერტ სტურუა: ვნახოთ ვის მისცემთ ხმას ცრუჰუმანისტებო!
- +

30 ოქტომბერი. 2016. 10:54


ბოროტების ვირუსი შეგვყარეს ფაშისტებმა და ვეჭვობ დიდხანს ვეღარ მორჩება ქართველი ხალხი" - წერს რეჟისორი რობერტ სტურუა სოციალურ ქსელში.



ვნახოთ ვის მისცემთ ხმას ცრუჰუმანისტებო!

ერთმა მეგობარმა, ჩემს არგენტინელი მსახიობის გადმოგზავნილ წერილზე მიპასუხა, რომ ჩვენ ყველა ქართველები ვართო და ამ არაქართველებს შვილების და ახლობლების საყვედური და გაკიცხვა ეყოფათო. ვუპასუხე:

ვთქვათ, ძვირფასო მზია, ვაჟიშვილს არაფრის გამო 15 წელი მიუსაჯეს, ფული ვერ იშოვეთ, რომ მაფიის შექმნილი კანონით, რომელიც მრავალპარტიულმა" პარლამენტმა ერთხმად და აღფრთოვანებით მიიღო - გარიგების კანონის" გამო ბიჭი ვერ გამოისყიდეთ და დარჩა ციხეში, როგორც ათასობით უდანაშაულო მოქალაქე!

ცემდნენ, აწამებდნენ, აუპატიურებდნენ და მხოლოდ საყვედური?

ბოროტმოქმედის დახვრეტ არავინ მოითხოვს, მაგრამ დამნაშავე აუცილებლივ უნდა დაისაჯოს, ვინც საქართველო ლაფში მოსვარა და სისხლიან ხელებს ტრიბუნიდან იქნევს, მორალს გვასწვლის - ასეთ ფაშისტბს მხოლოდ გაკიხვა და საყვედური?! ამ დროს კი, მეზობელს სასამართლოში უჩივი - ღამე ხმაურობსო და ძილს მიფრთხობსო!

საერთოდ როგორ სძინავს ქართველ კაცს, როცა ის ნაძირალები ყველას გადაბუგვას გვიპირებენ! ბოროტების ვირუსი შეგვყარეს ფაშისტებმა და ვეჭვობ დიდხანს ვეღარ მორჩება ქართველი ხალხი" - წერს რობერტ სტურუა „facebook"-ზე.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner