„ნაციონალური მოძრაობის" წევრს, უკრაინის პროკურორის ყოფილ მოადგილეს დავით საყვარელიძეს ხარკოვში სტუდენტებმა „ბრილიანტის მწვანე"- ე.წ „ზელიონკა" შეასხეს. ამის შესახებ facebook-ზე ოდესის გუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი წერს.
„დავით საყვარელიძეს ხარკოვში სტუდენტებმა ქუჩაში ე.წ „ზელიონკა" შეასხეს. როგორც ჩანს, „ტიტუშკები" აღმერთებენ Halloween-ს. ღირს ბრძოლა საიმისოდ, რომ Halloween არ გაგრძელდეს წელიწადში 365 დღე"-წერს სააკაშვილი.
სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დავით საყვარელიძის ფოტოც განათავსა.