კარგად გაეცანით ჩემს აღზრდასა და წარსულს, კარგად გაეცანით, საიდან ვარ, - ასე ეხმაურება უკრაინის გენერალური პროურორის ყოფილი მოადგილე დავით საყვრელიძე ხარკოვში მისთვის „ზელიონკის" შესხმას.
„მინდა, მათ იმედები გავუცრუო, ასე მარტივად ჩვენ არ ვნებდებით. ჩვენ ასეთი გამოხდომებით ვერ შეგვაშინებთ. ისეთი, როგორიც მე ვარ, უკრაინაში მილიონია. მესმის, რომ ქუჩური, ხულიგნური მეთოდებით მოქმედებას შეეჩვივნენ და ზუსტად მათი დამსახურებაა, რომ დროებით ხელისუფლებაში მოვიდნენ. დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინელი ხალხი მალე ჩამოირეცხავს არაშორსმჭვრეტელ ლიდერებს და გაგზავნის მათ პოლიტიკურ ნაგავსაყრელზე, ისევე როგორც მე ვირეცხავ "ზელიონკას". ეთერში უნდა გავიდე, სადაც გავაგრძელებ სიმართლის თქმას მოქმედ ხელისუფლებაზე, როგორც აქამდე ვაკეთებდი. ჩვენი ბრძოლა მხოლოდ ახლა იწყება! კარგად გაეცანით ჩემს აღზრდასა და წარსულს, ასევე, საიდან ვარ",- წერს საყვარელიძე.
დავით საყვრელიძეს ბრილიანტის მწვანე ხარკოვში, სტუდენტებთან შეხვედრის შემდეგ შეასხეს.