ავტორი ალა გრიგალაშვილი
პარლამენტის სპიკერის პოსტზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურას დადებითად აფასებს „უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე.
„ირაკლი კობახიძე ნიჭიერი ახალგაზრდაა. მას სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში აქვს ნამუშევარი. ამასთან ერთად, მას აქვს სუფთა წარსული. სამწუხაროდ, დღეს პოლიტიკური პარტიებში ადამიანები ისე გადიადიან და გადმოდიან, ვერც გაიგებ ვინ სადაა.
კობახიძე არის შესანიშნავი იურისტი და საკანონმდებლო ორგანოში სწორედ ასეთი ადამიანები უნდა იყვნენ. ის გაწონასწორებული ადამიანია, ყველა დებადებში იცავს იმ ნორმებს, რაც უნდა იყოს დაცული დებატების დროს. კობახიძე არც ისე პატარაა, 38 წლისაა, გამოცდილებაც აქვს, განათლებაც აქვს. ასე რომ მიმაჩნია, რომ ის ბრწყინვალე თავმჯდომარე იქნება", - განაცხადა მჟავანაძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე.