logo_geo
eng_logo
„საქართველო დარჩა დემოკრატიის ერთგვარ კუნძულად სრულიად არასტაბილურ და არადემოკრატიულ რეგიონში“
- +

2 ნოემბერი. 2016. 21:26



„არჩევნები იყო ბევრად უფრო უკეთესი, სამართალიანი და თავისუფალი, ვიდრე ეს იყო თუნდაც 4 წლის წინ", - ასე აფასებს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს „მართვის სტრატეგიული ცენტრის" ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე.


„ჩვენ უნდა გვახსოვდეს, როგორ რეგიონში ვიმყოფებით. როგორი ნაკლიც არ უნდა ჰქონოდა არჩევნებს, ჩვენს სამეზობლოში (ჩამოვთვლი: რუსეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი) ამ დონის არჩევნების ჩატარება ბოლო დროს წარმოუდგენელია. ხშირად ამბობენ, რომ საქართველო დარჩა სტაბილურობისა და დემოკრატიის ერთგვარ კუნძულად სრულიად არასტაბილურ და არადემოკრატიულ რეგიონში", - განაცხადა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner