logo_geo
eng_logo
გიორგი კახიანი: ვიმსჯელეთ, თუ როგორ გადანაწილდება პარლამენტში საკომიტეტო თანამდებობები
- +

2 ნოემბერი. 2016. 22:20



საპარლამენტო კომიტეტების დაკომპლექტების საკითხი საბოლოოდ „ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს სხდომაზე გადაწყდება, რომელიც უახლოეს დღეებში გაიმართება.


როგორც „ქართული ოცნების" წევრმა გიორგი კახიანმა განაცხადა, დღეს „ქართული ოცნების" ოფისში მიმდინარეობდა კონსულტაციები - თუ როგორ გადანაწილდება პარლამენტში საკომიტეტო თანამდებობები.


მას შემდეგ, რაც მიღებული იქნება გადაწყვეტილება, საზოგადოებას ინფორმაციას მივაწვდით. მომავალში იქნება პოლიტსაბჭოს სხდომა და ვფიქრობ, პოლიტსაბჭოს სხდომაზე ეს საკითხები საბოლოოდ გადაწყდება. ჯერ მხოლოდ კონსულტაციების პროცესში ვართ", - განაცხადა გიორგი კახიანმა.


მისივე თქმით, ახალი პარლამენტის პირველი სხდომა, სავარაუდოდ, 19 ნოემბერს გაიმართება, როდესაც პარლამენტის დაკომპლექტების საკითხი უკვე სამართლებრივ ჩარჩოში მოექცევა და მოხდება პარლამენტის თავმჯდომარისა და სხვა თანამდებობის პირების არჩევა.


ამასთან, კახიანის განმარტებით, საზოგადოება კანდიდატურების შესახებ ინფორმაციას ბევრად უფრო ადრე გაიგებს.


რაც შეეხება კონკრეტულ კანდიდატურებს, გიორგი კახიანი ერთადერთი იმას ადასტურებს, რომ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე ერთ-ერთი კანდიდატურა, რომელიც განიხილება, ირაკლი კობახიძეა. სხვა თანამდებობის პირების შესახებ ის რაიმე ინფორმაციას არ ახმაურებს.


„ქართული ოცნების" ოფისში საკონსულტაციო შეხვედრა ორ საათზე მეტხანს მიმდინარეობდა. პარტიის წევრები მსჯელობდნენ იმ პოზიციებზე, ფუნქციებსა და როლებზე, რომელიც „ქართული ოცნების" წევრებს მე-9 მოწვევის პარლამენტში ექნებათ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner